რეზონანსი
(04.03.2023)

საბერძნეთის პოლიციის მიერ ათი წლის განმავლობაში ძებნილი ქართველი იტალიაში მაშინ დააკავეს, როდესაც ის ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას მატჩის საყურებლად ჩავიდა.

იტალიური მედიის ცნობით, 38 წლის ქართველი „ნაპოლი" - „ლაციოს" მატჩზე თბილისიდან ჩაფრინდა, სადაც ევროპული ორდერის საფუძველზე საჰაერო სასაზღვრო პოლიციამ დააკავა.

რაც შეეხება მის დანაშაულს, საბერძნეთში მას 2012 წელს 10 წლიანი პატიმრობა საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის მიუსაჯეს.

ნეაპოლში ჩაფრენილი მამაკაცის იდენტიფიცირება კი, საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც მიზნად ისახავდა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე