რეზონანსი
(03.03.2023)

ყველაზე თვალსაჩინო ორი პროექტი გვაქვს, რაზეც თეორიულადაც კი არ შეიძლება არსებობდეს კრიტიკა, ეს არის ბინებით უზრუნველყოფა, რომელიც დაიწყო პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს. მხათას მთაზე 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინა და ჩვენ დავასრულეთ უკვე პროექტი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება მიმდინარეობს.

„ვფიქრობთ, მომავალ წელს, გაზაფხულზე გადავცეთ ჩვენ მოსამსახურეებს ბინებს. ასევე, მნიშვნელოვანია დაკანონების პროექტი, რომელიც გადაუჭრელი პრობლემა იყო, ჩვენ ეს პრობლემაც გადავჭერით. დაახლოებით 1500-მა ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ და მოქმედმა დაიკანონონ მათ მფლობელობაში არსებული ფაქტობრივი ფართები. რა თქმა უნდა, ესეც არის სოციალური დამოკიდებულების ნაწილი. გარდა ამისა, ჩვენ შარშან 20 %-ით გავუზარდეთ ანაზღაურება თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, წელს, 1-ლი იანვრიდან უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურეს დამატებით კიდევ 20 %-ით გაეზარდათ ანაზღაურება. ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავაგრძელოთ ეს ტენდენცია და ჩვენ ჩვენს სამხედროებზე ზრუნვას არ შევწყვეტთ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე