რეზონანსი
(03.03.2023)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება ევროპულ ოჯახს, როგორც სრულფასოვანი წევრი.

„თავად ევროკომისიის შეფასების ანგარიშში დაფიქსირდა, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა, თავისი მოცემულობებით, რეფორმებით და საქართველო ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა სტატუსის მისაღებად დადგენილ მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება და გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი", - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე