რეზონანსი
(03.03.2023)

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის ამე­რი­კუ­ლი ვა­რი­ან­ტი საკ­მა­ოდ ხის­ტი და მძი­მეა, ხოლო ქარ­თუ­ლი ვა­რი­ან­ტი ლი­ბე­რა­ლუ­რია და მხო­ლოდ გამჭვირ­ვა­ლო­ბას მო­ი­თხოვს.

მი­სი­ვე თქმით, ის არ მი­იჩ­ნევს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში რუ­სუ­ლი კა­ნო­ნე­ბი აქვთ.

რო­გორც კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, მის­თვის ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­უ­გე­ბა­რია.

"ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და პა­ნი­კა ახალ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით. არა­ვინ სა­უბ­რობს კა­ნო­ნის ში­ნა­არსზე, თუ რა­ტომ არის ის პრობ­ლე­მა. არა­ნა­ი­რი კონ­კრე­ტი­კა არ არის, ერ­თა­დერ­თი, ცდი­ლო­ბენ ამ კა­ნონს შლე­ი­ფი მო­ახ­ვი­ონ, თით­ქოს, ის რუ­სუ­ლია. წარ­დგე­ნი­ლია ორი კა­ნონპ­რო­ექ­ტი. ერთი ზუს­ტი ანა­ლო­გია იმი­სა, რაც არის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ზუს­ტად ნა­თარ­გმნი და გად­მო­ტა­ნი­ლია. მე არ მგო­ნია, რომ ამე­რი­კა­ში რუ­სუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი აქვთ. ამე­რი­კა­ში თუ რუ­სულ კა­ნონპ­რო­ექ­ტებს იღე­ბენ, ეს ჩემ­თვის სი­ახ­ლეა.

ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ეს ამე­რი­კუ­ლი ვა­რი­ან­ტი, საკ­მა­ოდ ხის­ტი და მძი­მეა. ასე­ვე, არის მე­ო­რე, ქარ­თუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ლი­ბე­რა­ლუ­რია და ერ­თა­დერ­თი, რა­საც მო­ი­თხოვს, გამჭვირ­ვა­ლო­ბაა. ეს იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, ესა თუ ის ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ი­დან ფი­ნანსდე­ბა, სხვა არა­ფე­რი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მეს­მის, რა­ტომ არის გამჭვირ­ვა­ლო­ბა ცუდი. გარ­და ამი­სა, არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ორი­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტი ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მათ დას­კვნებს და­ვე­ლო­დე­ბით", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე