რეზონანსი
(02.03.2023)

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მორიგ მიმართვას აქვეყნებს:

„თქვენ როგორც ამბობთ: 

1. ბიძინა ივანიშვილმა სისხლიანი რეჟიმი რომ მოგვაშორებინა ეს ყოფილა რუსების ინტერესებში. ე.ი ამერიკისა და დასავლეთის ინტერესებშია „ნაცების“ სისხლიანი რეჟიმი საქართველოში.

2. სააკაშვილი რომ ციხეში იჯდეს და კანონიერ სასჯელს იხდიდეს, ეს უნდა პუტინსა და რუსეთს. ე.ი ამერიკასა და დასავლეთს უნდათ კრიმინალი სააკაშვილი გარეთ, ისე როგორც დანარჩენი კრიმინალები გააშვებინეს პრეზიდენტს.

3. აფხაზეთ-ცხინვალის დაკარგვის მიზეზების გამოძიება უნდა პუტინსა და რუსებს. ე.ი. ამერიკასა და დასავლეთს არ უნდათ გამოვიძიოთ, ვინ და რატომ დაგვაკარგვინა ტერიტორიები.

4. არასამთავრობოებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალეობაზე კანონის მიღება უნდათ რუსებს. ე.ი. ამერიკასა და დასავლეთს არ უნდათ, ვიცოდეთ, ვინ რა საქმიანობას ეწევა უცხოური დაფინანსებით საქართველოში.

5. უვიზოდ და უპრობლემოდ პირდაპირი რეისებით რომ იფრინონ მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ, უნდათ პუტინსა და რუსებს. ე.ი. ამერიკასა და დასავლეთს უნდა რომ გაგვირთულონ ცხოვრება, ვიწვალოთ ვიზებზე და ვიფრინოთ შემოვლითი გზით.

6. დავით გარეჯის სტრატეგიული მწვერვალები აზერბაიჯანისთვის არ გადაცემაც უნდათ რუსებს, ვინაიდან ნამდვილი რუკები რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა გადმოგვცა. ე.ი რა გამოდის, ამერიკასა და დასავლეთს უნდოდათ რომ ეს მიწებიც გაგვესხვისებინა და რუსებს არ მოეცათ რუკები.

7. ომში რომ არ ჩავრთულიყავით და არ გავწყვეტილიყავით ეს ხომ უნდოდათ და უნდათ პუტინსა და რუსებს. ე.ი. ამერიკას და დასავლეთს უნდა, რომ რუსებს ვეომოთ და გავწყდეთ.

ორი შეკითხვა მაქვს თქვენთან: 

1. თქვენ რა გინდათ?

2. რა გამოდის, ვინ არის ჩვენი პარტნიორი და კეთილმოსურნე?“ - წერს ნანა კაკაბაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე