რეზონანსი
(02.03.2023)

ქობულეთში 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, ადგილზე მისულ ეკიპაჟს მამაკაცი უკვე გარდაცვლი დახვდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე