რეზონანსი
(01.03.2023)

უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.„სამწუხაროდ ერთი მაგარი, აქ დაბადებული ვაჟკაცი ქართველი დავკარგეთ“, - დაწერა ვანო ნადირაძემ „ფეისბუკში“.

არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი გიორგი ნარმანია ბახმუტთან ბრძოლებს ემსხვერპლა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 37 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე