რეზონანსი
(01.03.2023)

„ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის მიღება საშიშია სამოქალაქო სექტორისა და კონკრეტულად ფიზიკური პირების სტიგმატიზაციისთვის, ვინც სამოქალაქო სექტორშია დასაქმებული, მათთვის ჯაშუშის იარლიყის მიწებება მარტივი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი მიესალმება პრეზიდენტის განცხადებას ვეტოსთან დაკავშირებით.

„ამ კანონპროექტის მიღებას თავისი დამანგრეველი პოლიტიკური ნაწილი აქვს, რაც გულისხმობს ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებისთვის წინ ბარიერად აღმართვას. პრეზიდენტის განცხადებას მივესალმები, რომ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. თუ კანონპროექტის მიღება მოხდება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ისე დიდი ხნით დაედება ვეტო, რომ ქვეყანა მის დაძლევას ათწლეულების მანძილზე ვეღარ შეძლებს", - განაცხადა იოსელიანმა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია და მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე