რეზონანსი
(01.03.2023)

ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადადო. მოგზაურებს, რომლებიც ეწვევიან ევროპას 2024 წლიდან, გამგზავრებამდე მოეთხოვებათ ონლაინ ETIAS-ის მიღება. ახალი სისტემა შეეხება 60-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც.

ყველა მოგზაურს, ასაკის მიუხედავად, მოეთხოვება ETIAS-ის მიღება. მგზავრებს მოეთხოვებათ შეავსონ ონლაინ განაცხადის ფორმა, რომელიც მოიცავს ბიომეტრიულ, მოგზაურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებს. მგზავრების მონაცემები გადამოწმდება სხვადასხვა ევროპულ და საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში.

ETIAS განაცხადი დამუშავდება ელექტრონულად 96 საათის განმავლობაში და ავტორიზაცია მომხმარებელს გადაეცემა ელექტრონული ფოსტით. ავტორიზაცია ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვის თარიღამდე.

მომსახურების გადასახადი 7 ევროთი განისაზღვრა.

ეს მკაცრი ახალი მოთხოვნა ევროპული ელექტრონული მოგზაურობის ავტორიზაციისა, არის  ევროპაში მზარდი ტერორისტული საფრთხის საპასუხოდ მიღებული ზომა, რომლის მიზანია გააძლიეროს სასაზღვრო კონტროლი და შემოწმდეს ყველა ვიზიტორი მათ ევროპაში ჩასვლამდე.

ნებისმიერ მოგზაურს, რომელიც ვერ მიიღებს ETIAS-ს, არ ექნება თვითმფრინავში ან საკრუიზო გემზე ასვლის უფლება თუ ის მიემგზავრება ETIAS-ის წევრ ქვეყანაში.

ავიაკომპანიები და საკრუიზო ოპერატორები პასუხისმგებელნი იქნებიან შეამოწმონ თითოეული მგზავრის ETIAS-ის ვალიდობა შემოწმების დროს და ჩასხდომაზე უარი უთხრან, თუ  ETIAS-ის მოქმედების პირობები დარღვეულია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე