რეზონანსი
(01.03.2023)

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია.

„თუ პრეზიდენტი ვერ ახერხებს, რომ განცხადებები საქართველოს სასარგებლოდ გააკეთოს, საწინააღმდეგოს მაინც ნუ გააკეთებს. პრეზიდენტმა ხშირად რომ დახედოს თავის ტიტულს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტია, კარგი იქნება. ბოლო დროს მისი განცხადებები ყველა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, გარდა საქართველოსი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია და მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და ხელისუფლება გადაწყვეტილებას დაელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე