რეზონანსი
(01.03.2023)

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა.  დაშავებულებს შორის 40 ჰოსპიტალიზებულია, მათგან 12 მძიმე მდგომარეობაშია. მიწისძვრის ეპიცენტრი იესილიურტის რაიონი იყო.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე