რეზონანსი
(24.02.2023)

ნატოში შეხვედრების დროს საუბარი ყველაფერს შეეხება, მათ შორის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას. ვისაუბრეთ სააკაშვილზეც და მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკას" განუცხადა.

„ამომწურავი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ, მე სააკაშვილის შესახებ დამატებითი კითხვები არ მომისმენია. ბუნებრივია რომ ბევრმა პარლამენტარმა უცხოეთში სწორედ ამ ლობისტური მცდელობების გამო ყურმოკვრით იცის, რომ საქართველოში პრობლემებია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ძირითადად, ეს ცნობისმოყვარეობა ქრება , როგორც კი მათ ვაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ ფაქტებზეა დაფუძნებული", - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე