რეზონანსი
(24.02.2023)

როგორი ბინძური პროვოკაციაც არ უნდა იყოს, ამას არასოდეს ავყვებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს ანდრეი კასიანოვის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე".

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება.

„ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება. დღეს პროვიკაციების მთელი კასკადი ვნახეთ. ფაქტია, რომ ამას არ უნდა ავყვეთ, რადგან ვიცით, ეს რა შედეგამდე მიგვიყვანს. როგორი ბინძური პროვოკაციაც არ უნდა იყოს, ამას არასოდეს ავყვებით", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე