რეზონანსი
(24.02.2023)

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, მმართველი გუნდის „ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინტერესებს".

კასიანოვი ყველას ურჩევს, ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენონ და არა რუსული პროპაგანდის ტყუილი.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მიანდო, ერთ დროს რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს ნებაყოფლობით დაუთმო. ასეთ დივნის გენერლებს ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს. ეს არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიის 80 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი, ისევე როგორც ათასობით ჩვენი ქალაქისა და სოფლების გათავისუფლება მათ შორის, ისეთი ქალაქებისა, როგორიცაა ხერსონი - უკრაინის ერთადერთი რეგიონალური ცენტრი, რომლის აღება რუსმა დამპყრობლებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდანვე მოახერხეს.

„რამშტაინის" ფორმატში უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის მე-9 შეხვედრაზე შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის გენერალმა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე წააგო სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად და ყოველდღიურად დიდი ფასს იხდის ბრძოლის ველზე", - განაცხადა კასიანოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე