რეზონანსი
(24.02.2023)

„ყველაფერი კეთდება და ნაბიჯებ იდგმება იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნან", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, სწორ და რეალურ ინფორმაციას ყველას და ყველგან მიაწვდის.

„ყველაფერი კეთდება და ნაბიჯებ იდგმება იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნან. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ციხეშია, რადგან ის სასჯელს კლინიკიდან იხდის. პიარკამპანია მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა საზღვრებს გარეთ შეურაცხყონ. ხელისუფლება წარმოაჩინონ არაჰუმანური. ცდილობენ, ტალახი ესროლონ ქვეყანას, ხელისუფლებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველას და ყველგან სწორ ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე