რეზონანსი
(23.02.2023)

გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტში ევროპული ღირებულებების კრიზისზე ამახვილებს ყურადღებას. „ხალხის ძალის" წევრის განმარტებით, ევროპელი კანონმდებლების ნაწილი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

„ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, ეს არის ნორმალური და კარგი და საქართველოში ეს არის კატასტროფა. ეს ორმაგი სტანდარტები და ეს სუვერენიტეტის შელახვა: კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, თავისივე ინსტიტუტების, ევროპული საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მის დანაშაულზე - ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ის ევროპული ღირებულებები, რაზეც დაფუძნდა ევროკავშირი, დღეს სერიოზული კრიზისის ქვეშ არის", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" დღეს განცხადება გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე