რეზონანსი
(23.02.2023)

მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრი, მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ მათ გზავნილებს ხელოვნურად ამახინჯებენ. მისი თქმით, სამწუხაროა, როცა კონკრეტული პარლამენტარის კრიტიკა ისე აღიქმება, თითქოს მათი მოძრაობა ევროკავშირს ეწინააღმდეგება.

„მე თუ კუბილიუსს ვაკრიტიკებ, ესე იგი წინააღმდეგი ვარ ევროკავშირის და ევროპის - ასეთი პრიმიტიული შეფასებები აქვთ. ეს არის საგანგაშოც და სამწუხაროც. პირველი რაც გავიგე ევროპაში არის ის, რომ უნდა იყო კრიტიკული, სამართლიანი. როცა განსჯის გარეშე იღებენ რეზოლუციებს, ბნელი ქვეყანა ჰგონიხარ, ეს ხალხი კი გაუცნობიერებელი - ეს ავნებს სწორედ ჩვენს პარტნიორობას და ჩვენს ევროპულ ღირებულებებს", - აცხადებს ყაველაშვილი.

საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" დღეს განცხადება გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე