რეზონანსი
(22.02.2023)

სააკაშვილის გარემოცვას სხვა დაცვის სტრატეგია აქვს. ისინი ცდილობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიყენონ, რომ როგორმე მართლმსაჯულებისგან თავი დაიძვრინოს. მთელი მისი გარემოცვა მობილიზებულები არიან, რომ როგორმე დაამტკიცონ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება ხელისუფლების გამოისობით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს.

„სახელმწიფომ ღიად შესთავაზა სააკაშვილის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი პროფილის ექიმი და ჩართონ ნებისმიერი სამედიცინო რესურსი. პირველ რიგში, ოჯახი უნდა ენდობოდეს ამ ექიმებს, ამიტომ უმჯობესია, თუ ისინი შეარჩევენ და მოიწვევენ და მეორე, როდესაც ვხედავთ, რომ ექიმებთან ის არ თანამშრომლობს, არ ასრულებს სამედიცინო დანიშნულებებს და რეკომენდაციას, რა თქმა უნდა ამ ფონზე სახელმწიფო ექიმებს ვერ ჩამოიყვანს.

დღეს, ერთადერთი, სწორი გზა, ვისაც მართლა სიკეთე სურს სააკაშვილის და მისი გამოჯანმრთელება მართლა აინტერესებს, ყველანაირი რესურსი გამოიყენონ, რომ სააკაშვილმა სრულყოფილი კვება განაახლოს და სრულფასოვნად ითანამშრომლოს ექიმებთან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიული ალასანიამ ჟურნალისტებს აჩვენა თუ რა საკვები მიუტანა დღეს კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილს. როგორც ირკვევა, დღეს ექსპრეზიდენტს რაციონი შედგება წვნიანისგან, 1 ცალი კიტრისგან და დაახლოებით 3 ნაჭერი პურისგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე