რეზონანსი
(22.02.2023)

ყველა, ვინც ამ შეხვედრაზე ბრძანდებოდა, მაღალი ალბათობით არის იმის ვარაუდი, რომ საქართველოს წინააღმდეგ, არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული ყველა ის ნაბიჯები, რომელიც ამ შეხვედრაზე იგეგმება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკის" ექსკლუზიურ ფოტოზე, რომელიც ასახავს ლონდონში გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებების პროცესს, სადაც დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს.

მისი თქმით, „ნაციონალებმა" საკმარისად ვერ ჩათვალეს ის კონტრაქტები, რომლებიც აქამდე ჰქონდათ და ახლა კეზერაშვილის ნაძარცვი ფულით უნდათ საკუთარ სამშობლოს დაუპირისპირდნენ.

„ეს არის იმ მოპარული მილიონებით საქართველოს წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები, რაც „ნაციონალურ მოძრაობას" სურს. საკმარისად ვერ ჩათვალეს ის კონტრაქტები, რომლებიც აქამდე ჰქონდათ, ახლა კეზერაშვილის ნაძარცვი ფულით უნდათ საკუთარ სამშობლოს დაუპირისპირდნენ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქრონიკას" ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, სადაც ჩანან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ტყეშელაშვილი.„ქრონიკის" წყაროს ინფორმაციით, საიდუმლო მოლაპარაკებები იმართება ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოში უნდა მოახდინოს ანტისახელისუფლებო კამპანიის ლობირება მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით, რა დროსაც გამოკვეთილი უნდა იყოს ე.წ. რუსული ხაზი და სააკაშვილის წამების თემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე