რეზონანსი
(09.02.2023)

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლს პატრულის ეკიპაჟმა გაჩერება სთხოვა. მანქანის მძღოლი პატრულის მითითებას არ დაემორჩილა, სიჩქარეს მოუმატა და ადგილიდან მიმალვა სცადა. სამართალდამცავების მხრიდან ავტომობილის დევნა განხორციელდა რასაც დამატებით კიდევ რამდენიმე ეკიპაჟი შეუერთდა. 

საბოლოოდ "ბეემვე"-ს მარკის მძღოლი XIX მიკრორაიონში ერთერთ კორპუსთან გაჩერდა, ავტომობილი მიატოვა და ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით მოხდა პირის იდენტიფიცირება, ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, ხოლო მძღოლი სავარაუდოდ ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.

"ინფო რუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე