რეზონანსი
(08.02.2023)

ბათუმში, აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ავტომობილი დაზიანდა

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.

ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

წყარო: „adjaratv.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე