რეზონანსი
(08.02.2023)

მას შემდეგ რაც “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი ბადრი ესებუა დააკავეს, საზოგადოების ინტერესი  არ წყდება თუ სად წაიღო მან მოპარული ნახევარი მილიონი დოლარი. ოფიციალურ უწყებას აღნიშნულ საკითხზე ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

“მეტრონომისთვის” კი ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ ბადრი ესებუას დაკავება ნათესავის “ჩაშვებას” უკავშირდება. როგორც წყარო ზუგდიდიდან გვატყობინებს, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ბოლო პერიოდში ნათესავი ფულს სძალავდა და აშანტაჟებდა.

“მეტრონომისთვის” ცნობილი გახდა, რომ მან თანხის რაღაც ნაწილი დახარჯა. რამდენიმე კვირის წინ ესებუას ერთ-ერთ  ნათესავთან ფიზიკური დაპირისპირებაც მოუვიდა, რადგან ამ უკანასკნელმა ფულის ნაწილი მოპარა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ესებუა აფხაზეთში გადასვლას არ გეგმვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე