რეზონანსი
(08.02.2023)

მანამდე კი ესებუა ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა მოინახულა. როგორც დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, სოსო ჯანაშიამ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ესებუა ბრალს არ აღიარებს

კითხვაზე, სად იმალებოდა 2 წლის განმავლობაში, ადვოკატი არ პასუხობს და ამბობს, რომ დღეს შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და ასეთ თემებზე ჯერჯერობით არ ისაუბრებს, ხოლო იმყოფებოდა თუ არა ესებუა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადვოკატი პასუხობს - "არ გამოვრიცხავ, რომ იყო იქაც, თუმცა უმეტესწილად შეიძლება აქაც ყოფილიყო"

ბადრი ესებუა ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებში დღეს შეიყვანეს. ის ქუთაისში ზუგდიდიდან გადაიყვანეს, სადაც დილით, სპეცოპერაციის დროს დააკავეს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე