რეზონანსი
(08.02.2023)

მიწისძვრიდან 64 საათის შემდეგ ქართველი მაშველები ნანგრევებიდან გადარჩენილი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ. მაშველები ადგილზე 24 საათზე მეტია მუშაობენ და ერთი ადამიანი უკვე გადაარჩინეს.

მაშველები ქალაქ ადიამანში მუშაობენ. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ეს პროვინცია მიწისძვრამ ყველაზე მეტად დააზარალა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭარბა. მათ შორის საქართველოს 3 მოქალაქეა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და 100 მაშველი გააგზავნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე