რეზონანსი
(08.02.2023)

ბათუმელი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ - ისინი 2 წელია ესპანეთის ციხეში იმყოფებიან

"მაქვს მტკიცებულება, რომელიც წარვუდგინე გამოძიებას...ან უნდა გავმართლდე და გამოვიდე, ან აქედან გარდაცვლილს გამომიტანენ. მე ველოდები ამ დღეების შემდეგ რა იქნება. წერილები პრეზიდენტთანაც კი მაქვს გაგზავნილი, რომ არანაირ საქმეში არ ვარ და გამოგვეხმაურეთ" ,- ამბობს ის.

მეზღვაურის და ნინო გოგიტიძე წერს, რომ გემს, რომელზეც, ნუკრი გოგიტიძე პირველად იმყოფებოდა, 3000 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა, რომლის შესახებაც რიგით მეზღვაურებს, მათ შორის კიდევ სამ ქართველს, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ და გემზე კონტრაქტით იმყოფებოდნენ.

"ნუკრის სახაზინო ადვოკატი ჰყავს, რომელიც ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ნახა და არაფერს არ აკეთებს. იმის გამო რომ ოჯახს საშუალება არ აქვს, ვერ აჰყავს ადვოკატი, რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. ორი წელია ოჯახის წევრები ვცდილობთ სახელმწიფოსაგან დახმარების მიღებას, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ გამოძიება კიდევ ორი წლით გრძელდება და ოთხწლიანი პატიმრობა უდანაშაულო ადამიანის შეიძლება? ამ ხნის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან იყო მხოლოდ შეთავაზებები, ფულის სანაცვლოდ ეღიარა ის დანაშაული რომელიც არ ჩაუდენია",- წერს ის.

ცნობისთვის, ოთხი მეზღვაური ესპანეთში 2021 წელს დააკავეს. ხომალდზე, რომელზეც ისინი იმყოფებოდნენ, სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. მათ უფლებებს სახაზინო ადვოკატი იცავს.

მეზღვაურების ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს საზღვაო ადმინისტრაციას, პრემიერის აპარატს, საქართველოს მთავრობას, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე