რეზონანსი
(08.02.2023)

მესხიშვილის თეატრში მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას "მეგა ტვ" ავრცელებს. რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალები მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 

2017 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი რეზი ქაროსანიძე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცად  დასახელდა. 

„ჩემთვის ისევ ცოცხალიხარ და არ მინდა ამ უბედურების დაჯერება. ასე შორიდან რატომ დამემშვიდობე? იმიერში შევხვედრამდე ჩემო ძმაკაცო" - წერენ სოციალურ ქსელში.

გამოიძიება სავარაუდო თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე