რეზონანსი
(08.02.2023)

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში ოჯახის ახლობლის სახლში დააკავეს. სწორედ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მკვიდრის ომიანე ჯიქიას სახლში იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

სებუას ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია როდის და რა ვითარებაში მოხდა ესებუას დაკავება. იოსებ ჯანაშიას თქმით, მან დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო.

„ვესაუბრე ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში პროკურორს და მასთან საუბრისას გავარკვიე რომ მასაც არ იცოდა დაკავების შესახებ. შემდეგ გავარკვიეთ, რომ ის დააკავეს სოფელ ჯიხაშკარში. ახლა ის, ქუთაისის მეორე დაწესებულებაში გადაჰყავთ“, - აღნიშნა ბადრი ესებუას ადვოკატმა.

ოჯახი, რომელშიც ესებუა დააკავეს, მისი საცხოვხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს და ამ ადგილიდან მის სახლამდე არის გადასასვლელი. ცნობილი ხდება, რომ სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე