რეზონანსი
(07.02.2023)

ალ­ბა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ტი­რა­ნა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­ლი, 42 წლის ქარ­თვე­ლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლი (გო­რა­ძე) და­ა­კა­ვეს. ლა­ვა­ს­ოღ­ლი ტი­რა­ნა­ში უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქის ყალ­ბი პას­პორ­ტით სხვა სა­ხე­ლი­თა და გვა­რით ცხოვ­რობ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ალ­ბა­ნუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ლა­ვა­ს­ოღ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში, სა­კუთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და ია­რა­ღის უნე­ბარ­თვოდ შე­ნახ­ვა­ში.

42 წლის ქარ­თვე­ლი ალ­ბა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­შიფ­რუ­ლი სა­პო­ლი­ციო ოპე­რა­ცია Kryesori-ის ფარ­გლებ­ში და­ა­კა­ვეს. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა.

მინ­დია გო­რა­ძეს 2016 წელს ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ ჯგუ­ფუ­რი ყა­ჩა­ღო­ბის­თვის, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვი­სა და ძა­ლა­დო­ბის­თვის 12 წელი შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა მა­შინ სა­სა­მარ­თლომ საქ­მის გან­ხილ­ვა 9-თვი­ან ვა­და­ში ვერ და­ას­რუ­ლა და ლა­ვა­ს­ოღ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­უ­წი­ათ. მან სა­ქარ­თვე­ლო მა­ლე­ვე და­ტო­ვა და თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე