რეზონანსი
(07.02.2023)

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" და „სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ საპატრამენტო საქმიანის შეწყვეტას ეხმაურება.

„რაც შეეხება მათ შიდა დისკუსიებს საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებ, მათ გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს მოუწიათ უკან დახვევა - ეს არის არათანმიდევრულობის შედეგი, თუმცა ეს მათი საქმეა, ჩვენ ეს დიდად არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან, ეკონიმიკასთან, ფასებთან და ა.შ.", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე