რეზონანსი
(07.02.2023)

მოსკოვში, მავზოლეუმიდან ლენინის ცხედრის მოპარვა სცადეს. როგორც რუსული მედია წერს, ლენინის ცხედრის მოპარვის მცდელობისთვის 42 წლის მამაკაცია დაკავებული.

მან დაკითხვაზე აღიარა, რომ ცხედრის მოპარვას აპირებდა, თუმცა ვერ ახსნა, რაში სჭირდებოდა. 

 "42 წლის მოსკოვი ღამით წითელ მოედანზე მივიდა და მავზოლეუმის კარის გაღება სცადა", - აცხადებენ რუსეთის პოლიციაში.

გარდა ამისა, რუსული მედიის ცნობით, კაცს ინტოქსიკაციის გამო ფსიქიატრიული აშლილობა დაუდგინდა.

ცნობისთვის, რუსებს სურთ, რომ ლენინის მავზოლეუმი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეიტანონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე