რეზონანსი
(06.02.2023)

176-მდე გაიზარდა მსხვერპლი ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთში. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია, ერთდროულად, რამდენიმე პროვინციაში მიმდინარეობს.

საავადმყოფოშია გადაყვანილი 400-ზე მეტი ადამიანი.

დაზიანებულია 200-მდე შენობა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც – ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია 11 ადამიანი.

7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები, თურქეთის დროით, დილის 04:17-ზე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ დიარბექირთან ახლოს დაფიქსირდა. ჩამონგრეულია საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ობიექტები.

თვითმხილველთა თქმით, მიწისძვრა, დაახლოებით, ერთ წუთს გაგრძელდა.

მიწისძვრა, კვიპროსთან, სირიასთან და ლიბანთან ერთად, იგრძნობოდა საქართველოშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე