რეზონანსი
(06.02.2023)

110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. მიწისქვეშა ბიძგებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მიწისძვრამ იქ 140 საცხოვრებელი სახლის ნგრევა გამოიწვია. ათობით მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი.

სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ ანკარასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში, ასევე მეზობელ ქეყნებში - კვიპროსში, სირიასა და ლიბანში იგრძნობოდა. თურქეთში განგაშის მეოთხე დონე გამოცხადდა. ქვეყანა საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე