რეზონანსი
(05.02.2023)

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქუთაისელი ნიკა მამისეიშვილი გარდაიცვალა. ავარია თბილისში 29 იანვარს მოხდა. აღმაშენებლის ხეივანზე მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლეტს შეეჯახა.

დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა რამდენიმე დღე თბილისში საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცნობილია, რომ ქუთაისელი ახალგაზრდა თბილისში სწავლობდა.

"29 იანვარს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავარიაში მოყვა, მეგობარს ეჯდა უკან მოტოციკლეტზე. ამ დღეების განმავლობაში საავადმყოფოში იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა სამწუხაროდ გუშინ ღამით დაგვტოვა. უნივერსიტეტში სწავლობდა თბილისში, პარალელურად სამხედრო სამსახურში მსახურობდა. რამდენიმე დღით თბილისში იქნება დასვენებული. ოთხშაბათს გადმოვასვენებთ ქუთაისში, ტაძარში. ხუთშაბათს ბოლო გზაზე გავაცილებთ", - ამბობს დაღუპულის მეგობარი ნიკო მანაგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე