რეზონანსი
(04.02.2023)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური და უსამართლო იყო.

„ამგვარ დოკუმენტებზე მუშაობის კულტურა საქართველოს მთავრობაში ჩამოყალიბებულია. ზოგადად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება ფრიადზე შევასრულეთ. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური და უსამართლო იყო მაშინ, როდესაც ჩვენ მოწინავეები ვართ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე