რეზონანსი
(02.02.2023)

ავსტრიამ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა - ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩოში მომუშავე დიპლომატებიი „ეწეოდნენ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ ქმედებებს და შესაბამისად, ვენის კონვენციის მე-9 მუხლის მიხედვით, ისინი გამოცხადდნენ პერსონა ნონ გრატად".

რუსმა დიპლომატებმა ავსტრიის ტერიტორია ერთი კვირის ვადაში, ანუ 2023 წლის 8 თებერვლამდე უნდა დატოვონ.

2022 წლის აპრილში ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებითაც გააძევა ქვეყნიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე