რეზონანსი
(21.01.2023)

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა მიიღებს ყველანაირ დახმარებას, რაც მას რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სჭირდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კითხვაზე, უჭერს თუ არა ის მხარს პოლონეთის განზრახვას, უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენმა უპასუხა: "უკრაინა ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს".

შეგახსენებთ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გუშინ განაცხადა, რომ „რამშტაინის" შეხვედრაზე მოკავშირეები უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დააბარა მოემზადოს "დღისთვის, რომელიც, შესაძლოა, დადგეს". ორი დღის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე