რეზონანსი
(15.01.2023)

ზუგდიდში ორი მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც ცნობილია, სავარაუდო დამნაშავეებმა მაღაზიების გასაღების ასლები დაამზადეს და ადგილზე ისე შეაღწიეს. ერთ-ერთი მაღაზიიდან წაღებულია დაახლოებით 200 ლარი, ხოლო მეორე მარკეტიდან 30 ლარამდე.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, სავარაუდო დამნაშავეები უკვე იდენტიფიცირებული არიან, პოლიცია მათს დაკავებაზე მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე