რეზონანსი
(15.01.2023)

ცენტრალური ნეპალის პოხარას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ცნობილია, რომ ბორტზე 72 პირი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი კატმანდუდან პოხარაში მიფრინავდა, ის დაშვებისას ჩამოვარდა, რის შედეგადაც თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

ბორტზე მყოფი 68 მგზავრიდან 15 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, მათ შორის, 4 რუსეთის, 2 კორეის, ირლანდიის, ავსტრალიის, არგენტინისა და საფრანგეთის მოქალაქეები.

ადგილზე სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას იღებენ ნეპალის ჯარისკაცები. მაშველები მსხვერპლთა რიცხვის ზრდას ვარაუდობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე