რეზონანსი
(15.01.2023)

პოლონეთში 33 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ერთ-ერთი მაღაზიიდან ტკბილეული, ალკოჰოლი და სხვადასხვა ხელსაწყო მოიპარა.

მაღაზიის დატოვების დროს ის დაცვის წევრმა გააჩერა, რა დროსაც ქართველმა წინააღმდეგობა გაუწია.

ახალგაზრდა კაცს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე