რეზონანსი
(15.01.2023)

ქუთაისში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია 250-მდე შენობა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და მათ საჭიროებებს ეცნობიან.

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას თქმით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და პარალელურად ზარალის დათვლა, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურის სამსახური დაიწყებს შესაბამისი მასალის შესყიდვას, რაც მოქალაქეებს გადაეცემათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე