რეზონანსი
(15.01.2023)

პიარ სპეციალისტი, ეკა ჟვანია თბილისში არსებულ მოძველებულ და დაზიანებულ ლიფტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ ლიფტით გადაადგილებისას პრობლემა შეექმნათ.

„ვინაიდან ერთ თვეში უკვე ორი შემთხვევაა დაზიანებულ ლიფტებზე ეს იქნებ გავითვალისწინოთ:

1 - არ შეხვიდეთ ლიფტში მობილში ჩეთაობისას - დარწმუნდით, რომ სიცარიელეში არ შეაბიჯებთ!

2 - ლიფტის სართულებშუა გაჭედვის შემთხვევაში არ დაიწყოთ დამოუკიდებლად გამოსვლა. უცებ რომ დაიძრას სიკვდილია.

3-სართულზე კარები თუ არ გაიღო დარეკეთ, დაიყვირეთ გარედან გაგიღონ, იქონიეთ მოთმინება დაელოდეთ სისტემის გათიშვას. არავითარ შემთხვევაში ხელი არ შეყოთ ზემოთ, სადაც გორგოლაჭებია!!!!!-უცებ თუ დაიძრა ხელს ჩაითრევს და ვერ მოასწრებთ გამოთვისუფლებას-სიკვდილია.

4-თუ ლიფტის კაბინამ თავისუფალი ვარდნა დაიწყო (ძალიან იშვიათია-აქვს მუხრუჭი, აქვს რამდენიმე ტროსი) არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ხტუნაობა, არ იდგეთ ფეხზე, დაწექით რაც შეიძლება კედელთან ახლოს და თავქვეშ უნდა მოასწროთ რამის ამოდება, ჩანთა, სამოსი, (ხელფეხის დამტვრევასთან შედარებით ქალატვინის დაზიანება შეიძლება დარტყმის შედეგად ფატალური იყოს). დაბალი(4-5) სართულიდან ვარდნის შემთხვევაში მოასწრებთ მოღუნული მუხლებით, ჩაცუცქულ მდგომარეობაში, კედელზე ზურგით მიყრდნობილმა მიიღოთ ქვემოდან დარტყმა.

5-თუ ლიფტის შახტაში ჩავარდით, სასწრაფოდ დაწექით-პირველი სართულის ქვეშ ყველა წესებით-სტანდარტებით აშენებულ შენობაში არის ბუფერული ზონა. ამ ბუფერში არის ერთი ან რამდენიმე საყრდენ-ზამბარა, ქვემოდან კაბინის მისაბჯენად. ამ საყრდენებს შორის ჩაწექით, აიხედეთ ზემოთ-თუ მოძრავი კაბინა ჩანს, დააკვირდით უკან ,ან რომელიმე გვერდზე (მარჯვნივ, მარცხნივ) კიდია ბალასტი, (სიმძიმის საპირწონე) მოარიდეთ სხეული მაგ მხარეს. თავი სასურველია იყოს კაბინის კარების მხარის მიმართულებით-მაგ მხარეს არასდროს ჩამოდის არც ტროსი, არც ბალასტი-სიცარიელე რჩება.

გადარჩენას გისურვებთ.

იარეთ ფეხით, კიბეებზე უსაფრთხოა.

კონსტრუქციის თვალსაჩინოებები ფოტოებში," - წერს ეკა ჟვანია.

წყარო: „ფორტუნა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე