რეზონანსი
(14.01.2023)

დისკრედიტირებული ხალხის შემოსვლა პარტიის გადასარჩენად ხაბეიშვილის ხელით, ეს არის თემა, რომელიც „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა დიდი რაოდენობას არ აწყობს. ამითი სარგებლობს მელია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკაში" განაცხადა.

„თემა, ის, რომ ვანო მერაბიშვილის პერიოდმა დააზიანა „ნაციონალური მოძრაობა", თავიდან ამაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.

მას რომ ჰკითხო - თურმე თუ რამ ბოროტება ხდებოდა ამის მეთაური იყო ბანო მერაბიშვილი, თუკი დაპირისპირება არსებობდა ეროვნულ სიმდიდრესთან ამის მეთაური თურმე გიგა ბოკერია იყო. და სააკაშვილმა არაფერი არ იცოდა 26 მაის, 7 ნოემბერს რა პროცესები მიდიოდა და საერთოდ, ციხეში თუ ასეთი რამეები ხდებოდა და ხალხს თუ ასე ეპყრობოდნენ, თურმე სააკაშვილმა არაფერი იცოდა.​ აქედან გამომდინარე თვითონ ვანო მერაბიშვილის ფიგურა გაიგივებულია აი ამ მოვლენებთან, რომლისგანაც სააკაშვილს როგორმე უნდა რომ დისტანცირება მოახდინოს.

რაც შეეხება კეზერაშვილს, ყველამ იცის, რომ ომის დროს პრაქტიკულად ცხედრები დაყარა და წავიდა და უცებ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა, მაშინ, როცა ომამდე არაფერი ებადა", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არჩევნებამდე რამდენიმე კვირა რჩება. თავმჯდომარის თანამდებობა ერთია, მსურველი კი ოთხი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე