რეზონანსი
(14.01.2023)

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის თქმით, რომ ქალაქ სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება. საკუთარ Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მალიარმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები რუსი ოკუპანტების უწყვეტ შეტევეს იგერიებენ.

"სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება.ჩვენი ჯარისკაცები მტრის უწყვეტ შეტევებს იგერიებენ - როგორც დღისით, ასევე ღამით. მტერი დიდ დანაკარგს განიცდის, მაგრამ აგრძელებს მისი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას" - წერს მალიარი

შეგახსენებთ, რომ სოლედართან დაკავშირებით რუსეთმა რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქი აიღეს, თუმცა უკრაინა ამას არ ადასტურებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე