რეზონანსი
(08.01.2023)

უკრაინაში რუსი ოკუპანტები ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისას გაეროს მისიის წარმომადგენლები დაბომბეს - უკრაინული მედიის ცნობით, ეს მოხდა ზაპოროჟიეს ოლქში, მიუხედავად რუსებთან წინასწარი შეთანხმებისა.

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა: "„შეთანხმებული იყო, რომ არ იქნებოდა დაბომბვა, ეს ყველაფერი. მაგრამ, სამწუხაროდ, აგრესორის მხარემ, რომელიც დაპირდა, რომ არ გაისროდა, დღეს დილით გაეროს ჰუმანიტარული მისიაც კი დაბომბა".

სტარუხის თქმით, რუსეთი აგრძელებს ომის ყველა წესის და საკუთარი რელიგიური მრწამსის იგნორირებას. მან რუსეთის ფედერაციას უწოდა „მართლმადიდებელი თალიბანი", რომელსაც არ აინტერესებს ადამიანური ნორმები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე