რეზონანსი
(08.01.2023)

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და მხარდამჭერები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან საქართველოს და ქართველ ხალხს განადგურებით ემუქრებიან. ერთ-ერთია ნოდარ ყარალაშვილი, რომელიც ვიდეო მიმართვას ავრცელებს და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ტანკებით შემოვა. გარდა ამისა, იგი შეურაცხყოფას აყენებს კახელებს და ქართულ ღვინოს.

„საქართველოშ მე ჰაერზე არ შემოვალ, საქართველოში მე შემოვალ ტანკებით, აფხაზეთის მხრიდან შემოვალ. დრო მოვა და გადაგივლით, ყველას ცუნამივით გადაგივლით... თქვენი ღვინო ბოლო-ბოლო ვის რა ჩემ ფეხებათ უნდა კახელებო რა...“ - ამბობს ვიდეო მიმართვაში ყარალაშვილი.

ცნობისთვის, ნოდარ ყარალაშვილი ყოფილი პატიმარია, რომელიც გასამართლდა თაღლითობის მუხლით და მისჯილი ჰქონდა 11-წლიანი პატიმრობა. ის შეწყალების აქტის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს გაათავისუფლა, რის შემდეგაც უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად და უკრაინული ლეგიონის გალიჩინას მეთაური გახდა. იგი 2019 წელს ლიეჟშიც იყო ჩასული, რომ მიხეილ სააკაშვილ შეხვედროდა.

imedinews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე