რეზონანსი
(08.01.2023)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭანიეთის მცხოვრები, ირაკლი ტყეშელაშვილი საფრანგეთში გარდაიცვალა. ირაკლი იქ სამკურნალოდ იყო წასული, თუმცა, ყველაფერი სამწუხარო შედეგით დასრულდა.

„გული მიკვდება შენი საცოდაობით, ჩვენო გაუბედურებულო, დედის ერთო სიცოცხლე… როგორ შეიძლება, ასე ადრე დატოვო სამყარო?! რატომ ვერ დაგიტია ამ ცოდვილიანმა დედამიწამ… ჩემო გაუხარებელო, სიცოცხლეზე და ცხოვრებაზე გულდაწყვეტილი იკაკო. რატომ იჩქარე, ასე სად მიგეჩქარებოდა… მშვიდობით, იკა! მძულს ეს სამყარო, რატომ იმარჯვებს ბოროტება…“ - წერენ დამწუხრებული ახლობლები სოციალურ ქსელში.

ირაკლი ტყეშელაშვილი 38 წლის, სრულიად ახალგაზრდა ემსხვერპლა ვერაგ დაავადებას. ის სოფელში ყველას უყვარდა. დედის ერთადერთი შვილია, რომელიც არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, ცარო ტყეშელაშვილმა ობლობაში გაზარდა.

მეტრონომი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე