რეზონანსი
(06.01.2023)

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. აღნიშნულის შესახებ ბელგიაში საქართველოს საკონსულოს რამდენიმე წუთის წინ შეატყობინეს. ინფორმირებულია დაღუპულის დედაც. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.

,,ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე, ადგილობრივ სამართალდამცველებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე