რეზონანსი
(06.01.2023)

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანზორ სვიანაძე წერს, რომ მისი ჯარის ამხანაგი, 22 წლის ბიჭი, შაკო ომანაძე სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს.

ამასთან, ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემაა.

„რაც ჯარი დავამთავრე ეს უკვე მესამე ჯარის ამხანაგია. გარდაიცვალა 22 წლის ასაკში. რა ვიცი ეს სიკვდილი რატომ მოგვიშინაურდა. გარდაცვალების მიზეზი გულიაო. ზუსტად არც მე ვიცი, სამსახურში ნახეს გარდაცვლილიო. ეჰ, უფალმა ნათელი დაგიმკვიდროს, შაკო. ეს რა შობის დღესასწაულს შეახვედრე შენი მშობლები. ვწუხვარ, ნათელი შენს სულს, შაკო", - წერს სვიანაძე.

წყარო: მიქს მეტრონომი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე