რეზონანსი
(05.01.2023)

ვფიქრობთ, 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით აქციებს ექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული ბრძოლის უფლება, რასაც გამოვიყენებთ საჭირო დროსა და საჭირო ადგილას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებლის" მთავარი ამოცანა იქნება დიდი ოპოზიციური ერთობის შეკვრა, ერთიანი სტრატეგია, ერთიანი ტაქტიკა და ხელისუფლებიდან რუსული ოცნების ჩამოშორება.

„ნაციონალური მოძრაობა" მოაგვარებს თავის შიდა საკითხებს. მთელი პროევროპული საზოგადოება, არა მარტო პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი უნდა შევიკრათ, გვქონდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა, ერთიანი სტრატეგია. ერთიანი სტრატეგიის გარეშე რუსულ ოცნებას ვერ დავამარცხებთ, ევროინტეგრაციისკენ ვერ წავალთ. ვფიქრობთ, 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით აქციებს ექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული ბრძოლის უფლება და ამას გამოვიყენებთ საჭირო დროსა და საჭირო ადგილას", - განაცხადა ჩიხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე