რეზონანსი
(05.01.2023)

ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, სავარაუდოდ, ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი მოკლეს. ინფორმაციას, სააგენტო TIA.GE ავრცელებს და მის ვინაობას სპეციალურად არ ასახელებს, რადგანაც სამართლებრივი პროცედურების თანახმად, მისი ცხედარი ჯერ ოჯახის წევრმა უნდა ამოიცნოს.

ქართველი ტრანსგენდერის დედა საქართველოში ყოფილა დროებით ჩამოსული, რა დროსაც მას პოლიციიდან დაურეკეს და შვილის ცხედრის ამოსაცნობად ბელგიაში გამოიძახეს.

არსებული ინფორმაციით, ქართველი ტრანსგენდერი, სავარაუდოდ, მისმა პარტიორმა მოკლა. ის სასტიკად არის ნაცემი.

წყარო: tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე